აშშ, უახლოეს დღეებში, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გადაისვრის

საქართველო, თბილისი - 18:38 | 02.02.2022
ნანახია: 302

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ტელეარხი CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჯარების გადასროლა უახლოეს დღეებში მოხდება.

CNN-ის თანახმად, 2 ათასი ამერიკელი სამხედრო განლაგდება პოლონეთში, კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის რუმინეთში განთავსდება.

ამასთან, გაზეთი The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ რუმინეთში 1 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს გერმანიიდან გადაისვრის ნატო-ს აღმოსავლეთ ფრთის გამაგრების ფარგლებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე