პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინა, ყირიმის გამო, რუსეთთან ომს დაიწყებს
საქართველო, თბილისი - 12:09 | 02.02.2022 ნანახია: 427რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, ყირიმის გამო რუსეთსა და ალიანსს შორის სამხედრო კონფლოქტის საფრთხეს შექმნის.
ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
„დოქტრინალურ დოკუმენტებში თავად უკრაინის მიერ ჩაწერილია, რომ ის აპირებს ყირიმის დაბრუნებას, მათ შორის სამხედრო გზით,“- განაცხადა პუტინმა.
„წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია, იარაღით სავსე. დგას {უკრაინაში} თანამედროვე დარტყმითი სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში და იწყებს ოპერაციას ყირიმში, არ ვსაუბრობ დონბასზე. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენ, რა ნატო-ს ბლოკის წინააღმდეგ უნდა ვიომოთ? ვინმე ამაზე დაფიქრებულა? როგორც ჩანს, არა“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, აშშ და ნატო უგულებელყოფენ რუსეთის შეშფოთებას, როდესაც საუბრობენ სხვა ქვეყნების უფლებებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ. „მაგრამ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება სხვების ხარჯზე“, - დასძინა პიტინმა.
26 იანვარს აშშ-მა რუსეთს წარუდგინა წერილობითი პასუხი, რომელშიც განაცხადა, რომ ნატო უარს არ იტყვის გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს მოკავშირეები და ალიანსები.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა