უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარების მეხუთე ნაწილი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 01.02.2022
ნანახია: 509

შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მეხუთე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი იტყობინება.

"მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!", - დაწერა რეზნიკოვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში 22 იანვარს ჩავიდა. 23 იანვარს კი უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების მეორე ნაწილი მიიღო. სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი კიევმა 25 იანვარს მიიღო, ხოლო მეოთხე ნაწილი 28 იანვარს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე