ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და მედიას მოუწოდებს პანიკას ნუ თესავენ
საქართველო, თბილისი - 22:24 | 28.01.2022 ნანახია: 335უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებსა და მედიას მოუწოდა რუსეთთან მოსალოდნელი ომის გამო პანიკას ნუ თესავენ, რადგან ამით უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ესკალაციის უფრო მეტ საფრთხეს, ვიდრე ეს გასული წელს იყო. „დიახ, გაიზარდა სამხედროების რაოდენობა, მაგრამ ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში ვამბობდი, როდესაც რუსეთის სამხედრო წვრთნებზე იყო საუბარი. მაშინ მათი რაოდენობა {რუსი სამხედროების} მართლაც ბევრი იყო, მაშინ მხარს გვიჭერდნენ აშშ-ც და ჩვენი ევროპელი მეგობრებიც. მათ რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. დღეს არ მგონია, რომ მეტი დაძაბულობაა, ვიდრე ეს იყო მაშინ, წრვთნების პიკში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ სიტუაცია მაშინაც დაძაბული იყო, მაგრამ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა, როგორიც დღეს უკრაინულ და მსოფლიო მედიაშია, არ ყოფილა.
ამასთან, მან არ გამორიცხა ესკალაციის შესაძლებლობა, მაგრამ აღნიშნა, რომ მედიასაშულებების მიერ დაძაბულობის შექმნა უკრაინის ეკონომიკას აზიანებს.
„მე დავიწყე საუბარი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათთვის ახსნა, რომ დღეისათვის გვჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეკონიმიკის სხვადასხვა მიმართულებით დათესილი პანიკა უკრაინისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
„სიგნალები პატივსაცემი ქვეყნების ლიდერებისგან წამოვიდა, ისინი უკვე ღიად, არადიპლომატიურ ენაზე ამბობენ: „ხვალ ომი იქნება“. ეს პანიკაა. პანიკა ბაზარზე, საფინანსო სექტორში. რამდენად უღირს ეს ჩვენ სახელმწიფოს?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, CNN-მა ანონიმ უკრაინელ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა და ზელენკისმ რუსეთის აგრესიის რეალური საფრთხის შესახებ სავარაუდოდ, იკამათეს. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ეს გარდაუვალია, ზელენსკი კი ამბობდა, რომ საფრთხე არც იმდენად ერთმნიშვნელოვანია.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ანონიმური კომენტარები სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ბაიდენმა და ზელენსკიმ საუბრის დროს იკამათეს.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა