გერმანიამ რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 28.01.2022
ნანახია: 322

გერმანიის ხელისუფლება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუს დიპლომატს აძევებს. იტყობინება გამოცემა "შპიგელი".

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება მიუნხენში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს, რომელიც ბერლინმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.

როგორც ირკვევა, მიუნხენის საკონსულოში დიპლომატად აკრედიტირებული მოქალაქე სინამდვილეში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობდა.

"შპიგელის" ინფორმაციით, დიპლომატის საქმე უკავშირდება ილნურ ნ.-ს, რომელიც მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქე ილნურ ნ. ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერმანელი პროკურორების განცხადებით, ის რუსეთის დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციებს აეროკოსმოსური ტექნოლოგიების, კონკრეტულად რაკეტა-მატარებელ Ariane-ის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე