გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 19:28 | 26.01.2022
ნანახია: 298

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის. იუწყება უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ლამბრეხტმა თავდაცვის კომიტეტისა და პრესის წარმომადგენლებს განუცხადა.

უკრაინა დიდი ხანია გერმანიას იარაღის მიწოდებას სთხოვს, რუსეთის შესაძლო ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან დასაცავად.

25 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გამორიცხა. მანამდე, კიევისთვის იარაღის მიწოდება შეუძლებლად მიიჩნია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა.

ლამბრეხტის განცხადებას გაემოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელმაც თქვა, რომ ბერლინის პოზიცია იმედგაცრუებას იწვევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე