ხორვატიის პრემიერი, პრეზიდენტის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის
საქართველო, თბილისი - 11:10 | 26.01.2022 ნანახია: 340ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიში მოუხადა. პრემიერის შესაბამისი განცხადება ხორვატიის მთავრობის twitter-ზე ვრცელდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჩვენი ჯარისკაცები არ ჰყავს, პოლონეთში მყოფი კონტიგენტი კი უკვე დაბრუნდა, გაუგებარია, რომელი სამხედროების გაყვანას აპირებს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ - ჩვენი პოზიცია არ არის. მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალს მსგავსი აბსურდის გამო“, - აცხადებს პლენკოვიჩი.
შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება.
„ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაციის შემთხვევაში გამოვიყვანთ {რეგიონიდან} ბოლო ხორვატ ჯარისკაცს“, - განაცხადა მილანოვიჩმა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.
ამასთან, ხორვატიის პრეზიდენტის განცახდებას უკვე უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
"ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აღმოუჩინა, უმადურობას ავლენს ასევე გასულ წლებში გამანდგურებელ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატ ხალხზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა", - განაცხადეს უწყებაში.
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროში დაბარებულია ხორვატიის ელჩი ნიცა ჯამიჩი
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა