ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის - ხორვატიის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 21:05 | 25.01.2022
ნანახია: 839

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება. ამის შესახებ ხორვატიული მედია წერს.

„ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაციის შემთხვევაში გამოვიყვანთ {რეგიონიდან} ბოლო ხორვატ ჯარისკაცს“, - განაცხადა მილანოვიჩმა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

„ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის. უკრაინაში შეიცვალა ხელისუფლება, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული, ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი მოკლეს. ისტორია ასეთია: უკრაინა მიისწრაფვის დასავლეთისკენ, რუსეთს არაფერს ეკითხება. ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები და „კისელის“ სანაპიროები ელოდება. უკრაინა კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ კორუმპირებულ ქვეყნად. ევროკავშირმა უკრაინას ვერაფერი მისცა“, - განაცხადა მან.

მილანოვიჩის თქმით, ის ყველანაირად ხელს შეუშლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ხორვატიის ჩათრევას.

„პლენკოვიჩს {ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი, რომელიც უკრაინის ძველი მეგობარია} შეუძლია რამდენიც უნდა დაიმუქროს. ხორვატია ამას, როგორც ხანძარს, უნდა გაექცეს. ხორვატია არ იქნება იქ {კონფლიქტში} მეხანძრე“, - განაცხადა მილანოვიჩმა.

დეკემბერში ზორან მილანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ვიზიტს უკრაინაში „წმინდა შარლატანობა“ უწოდა.

მან განაცხადა, რომ უკრაინაში პრემიერის ვიზიტი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ხორვატია-რუსეთის ურთიერთობებზე. პლენკოვიჩი დეკემბერში უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ ხორვატია შუერთდაა ევროკავშირის ქვეყნების წრეს, რომლებმაც გააფორმეს ორმხრივი დეკლარაცია უკრაინის ევროპული პერსპექტივების შესახებ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე