"ნატო-ს ენა მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა"- რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ძალების გაგზავნას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 24.01.2022
ნანახია: 364

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას ეხმიანება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ნატო იყენებს მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენას.

"ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: "თუ ჩაქუჩი გიჭირავს ხელში, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია. ნატო-ს ენა მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა", - თქვა გრუშკომ სააგენტო "ინტერფაქსისთვის" მიცემულ კომენტარში.

"ნატო-ს საუკეთესო წვლილი უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გაჯანსაღებაში იქნებოდა „პარტნიორისადმი“ მოწოდება, სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მინსკის შეთანხმება და კიევის დახმარებათა პროგრამების ძირფესვიანი გადახედვა, რომელიც მხოლოდ ამყარებს ხელისუფლების დამაჯერებლობას თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობაში და წარმოშობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო სცენარით გადაწყვეტის შესახებ", - დასძინა გრუშკომ.

ცოტა ხნით ადრე, ნატო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე