ნატო, რუსეთის შესაძლო აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ ფლანგზე ხომალდებსა და გამანადგურებლებს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.01.2022
ნანახია: 415

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე აგზავნის სამხედრო ძალებს, მათ შორის ხომალდებსა და გამანადგურებლებს მოკავშირეების დასაცავად უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის ფონზე. ინფორმაციას ნატო-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

„ბოლო დღეებში რამდენიმე მოკავშირემ გააკეთა განცხადება მიმდინარე და მოსალოდნელ გადასროლაზე {სამხედრო ძალების}. დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს და ლიეტუვაში ოთხ გამანადგურებელ F-16-ს გზავნის ნატო-ს გრძელვადიანი მისიის მხარდასაჭერად საჰაერო მეთვალყურეობისთის. ესპანეთი გზავნის ხომალდებს ნატო-ს საზღვაო ძალებში და განიხილვას ბულგარეთში მათი გაგზავნის ვარიანტს.  

საფრანგეთმა გამოთქვა მზადყოფნა გაგზავნოს ჯარები რუმინეთში. ნიდერლანდები ორ გამანადგურებელ F-35-ს ბულგარეთში აპრილში გაგზავნის, რათა დაიცვას ნატო-ს ძალები რეგიონში, ასევე ამზადებს ხომალდს და სახმელეთო ელემენტებს ნატო-ს რეაგირების ძალებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას თავისი მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გზით.  

ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს წევრ ქვეყნებში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს, ასევე სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ბაიდენი, სავარაუდოდ. გადაწყვეტილებას მიმიდინარე კვირას მიიღებს

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე