ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში სამედრო ძალების გადასროლის შესაძლებლობას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 24.01.2022
ნანახია: 332

უკრაინაში რუსეთის შეეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს წევრ ქვეყნებში ათასობით ამერიკელი სამხედროს, ასევე სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმირებულ წტაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, საპრეზიდენტო რეზიდენცია კემპ-დევიდში 22 იანვარს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ბაიდენს შესთავაზეს მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს 5 ათასამდე სახედრო მოსამახურის გაგზვანას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი მათი რაოდენობის ათჯერ გაზრდას. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი გადაწყვეტილებას მიმიდინარე კვირას მიიღებს. რაც შეეხება უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გადასროლას, ეს საკითხი ვაშინგტონში ჯერჯერობით არ განიხილება.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, დეპარტამენტმა საელჩოს დაქირავებულ თანამშრომელებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების რეკომენდაცია მისცა.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს კი ურჩიეს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე