ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:32 | 24.01.2022
ნანახია: 417

დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა დაიწყო ქვეყანაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე. განცხადებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საელჩო მუშობას აგრძელებს.

„საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები კიევიდან გაგვყავს რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე. ბრიტანეთის საელჩო იმუშავებს და გააგრძლებს თავის ძირითად საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე