უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარების მეორე პარტია ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.01.2022
ნანახია: 383

შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მეორე პარტია უკრაინაში ჩავიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა.

მისივე თქმით, "ეს ყველაფერი არ არის".

ერთი დღით ადრე, კიევში ჩავიდა ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პარტია, 90 ტონა შეიარაღების სახით, მათ შორის ლეტალური იარაღით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე