სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებით, უკრაინას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები დატოვებენ

საქართველო, თბილისი - 11:54 | 24.01.2022
ნანახია: 286

რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, დეპარტამენტმა საელჩოს დაქირავებულ თანამშრომელებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების რეკომენდაცია მისცა.

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს კი ურჩიეს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.

დეპარტამენტის განცხადებით, საელჩო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი შესაძლოა, "ნებისმიერ დროს შეიჭრას".

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაცია აფრთხილებს თავის მოაქალაქეებს, მომეტებული საფრთხის გამო არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე