ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 23.01.2022
ნანახია: 352

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება რუსეთის სპეცსამსახურების გეგმებზე უკრაინის ხელისუფლების ცვლილების შესახებ.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთს სურს კიევში პრორუსი ლიდერის დანიშვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინის მთავრობის მეთაური უნდა გახდეს ყოფილი დეპუტატი, პროპაგანდისტულ ტელერახ „ნაშის“ მფლობელი ევგენი მურაევი.

ბრიტანეთის ოფიცილაურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების საკონტაქტო პირები რუსეთის ტერიტორიაზე იყვნენ ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომლებიც უკრაინიდან „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ გაიქცნენ. კერძოდ, სერგეი არბუზოვი, ანდრეი კლიუევი, ვლადიმირ სივკოვიჩი და ნიკოლაი აზაროვი. „ზოგიერთი მათგანი ასევე კონტაქტობს რუსეთის დაზვერეის იმ თანამშრომლებთან, რომლებიც დღეისათვის ჩართულნი არიან უკრაიანზე თავდასხმის დაგეგმვაში,“ -ნათქვამია განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე