ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გერმანიის ვიცე-ადმირალი გადადგა
საქართველო, თბილისი - 12:46 | 23.01.2022 ნანახია: 425გერმანიის საზღვაო-სამხედრო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი კაი ახიმ შონბახი ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გადადგა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ახლახან მივმართე გერმანიის თავდაცვის მინისტრს დაუყოვნებლივ გამათავისუფლოს საზღვაო-სამხედრო ძალების მეთაურის მოვალეობისაგან“, - ნათქვამია კაი ახიმ შონბახის განცხადებაში.
ვიცე-ადმირალმა თავის გადაწყვეტილება აუცილებლობით ახსნა, რათა თავიდან აეცილებინათ გერმანიის ფლოტის, შეიარღებული ძალებისა და ქვეყნისთვის შემდგომი ზიანი. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბერხტმა მისი თხოვნა დააკამაყოფილა.
შეგახსენებთ, გერმანიის საზღვაო-სამხედრო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალ კაი ახიმ შონბახმა ინდოეთის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს, დიდი ალბათობით, უკრაინა ვერასდროს დაიბრუნებს.
"ყირიმი წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება, ეს ფაქტია. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ რეალური მდგომარეობით და არა ემოციები", - განაცხადა შენბახმა.
მოგვიანებით, ადმირალის განცხადებასთან დაკავშირებით, განარტება გააკეთა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყების განცხადებით, ადმირალს მოხსენების წარდგენა მოუწევს გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის წინაშე.
"ადმირალის განცხადება არანაირად არ შეესაბამება გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს პოზიციას", - განმარტავს უწყების წარმომადგენელი.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა