რუსეთის საგარეო უწყება ბრიტანეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 23.01.2022
ნანახია: 363

რუსეთის საგარეო უწყება ბრიტანეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პრვოკაციული საქმიანობა. მოსკოვი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშნის შესახებ დეონფორმაციას უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ  სწორედ ანგლო-საქსები აღრმავებენ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას.

„მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრასა და ოკუპაციას განიხილავენ.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოტენციურ კანდიდატად უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე