აშშ არ დათმობს ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას - ენტონი ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 22:32 | 21.01.2022
ნანახია: 371

აშშ რუსეთის წინაშე არ დათმობს თავის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, - განაცხადა შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ, თუ რას ვაკეთებთ... ჩვენ არ დავთმობთ ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას“, - განაცხადა ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ლავროვს მკაფიოდ უთხრა, რომ არსეობს პრინციპები, რომლებსაც აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ დაიცავს.

21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს.

აშშ რუსეთის წინაშე არ დათმობს თავის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, - განაცხადა შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განვაცხადოთ, თუ რას ვაკეთებთ... ჩვენ არ დავთმობთ ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას“, - განაცხადა ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ლავროვს მკაფიოდ უთხრა, რომ არსეობს პრინციპები, რომლებსაც აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ დაიცავს.

21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის წამყვანი დიპლომატების შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე