რუსეთში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 16:15 | 21.01.2022
ნანახია: 383

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის გაცხადებით, კომუნისტური პარტიის მიერ წარდგენილი პრეზიდენტ პუნიტისადმი მიმართვის პროექტი, რომლითაც მოთხოვნილია აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, დისკუსიას მოითხოვს.

"განსახილველად შემოთავაზებული საკითხი ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლოა. ამასთან დაკავშირებით, სწორი იქნება, მომავალ კვირას ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციები გავმართოთ და ეს ინიციატივა განვიხილოთ", - წერს "ინტერფაქსის" ცნობით, ვოლოდინი ტელეგრამის არხზე.

ვოლოდინის თქმით, კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა, საკითხი შევიდეს დუმის დღის წესრიგში და დაიწყოს ოფიციალური განხილვა.

მისივე განცხადებით, "რუსეთი ვერ დაუშვებს კიევის მიერ მინსკის შეთანხმების იგნორირებას და წინ უნდა აღუდგეს ნატოს მიერ უკრაინის ოკუპაციის განზრახვას".

"მოსკოვმა უნდა ეძებოს გზები, რათა დაიცვას თავისი თანამემამულეები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში", - დასძინა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, დუმაში რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრებმა, ფრაქციის ლიდერის გენადი ზიუგანოვის მეთაურობით, წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვას, ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე