რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში მასშტაბურ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 21.01.2022
ნანახია: 405

რუსეთმა განაცხადა, რომ იანვარში, მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში მასშტაბურ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებს.

უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი სამხედროს მობილიზებისა და ბელარუსთან ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მანევრებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებით ჩაატარებს.

 „წვრთნების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მსოფლიო ოკეანეში რუსეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად სამხედრო-საზღვაო და საჰაერო-კოსმოსური ძალების მოქმედებების შემუშავება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამასთან, უწყება აზუსტებს, რომ წვრთნები მიმდინარე თვეში დაიწყება და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წრვთნებში მონაწილეობას მიიღებს 140 ათასზე მეტი სამხედრო ხომალდი და 60-ზე მეტი თვითმფრინავი. უწყებისვე განცხადებით, წვრთნები ჩატარდება, როგორც სანაპირო წყლებში, ისე შედარებით მოშორებულ“ოპერატიულად მნიშვნელოვან“ რაიონებში, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილო-აღმოსაველთ ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე