სტოლტენბერგმა ნატოს ქვეყნები და რუსეთი მოლაპარაკებების გასამართად მიიწვია
საქართველო, თბილისი - 21:02 | 18.01.2022 ნანახია: 341ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს ახალი შეხვედრების გამართვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები მზად არიან წარადგინონ წერილობითი წინადადებები ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში და იმუშაონ კონსტრუქციული შედეგების მისაღწევად.
"ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამხედო აქტივობების რისკების შემცირებაზე, თავდაცვის სფეროში მეტი გამჭვირვალობის მიღწევასა და საკომუნიკაციო არხების გამუჯობესებაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ყველა წევრი უკვე მიიწვია ამგვარი შეხვედრების სერიაში მონაწილეობისთვის.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, დაიწყოს დიალოგი ბირთვული იარაღისა და სარაკეტო სისტემების საფრთხეების შესამცირებლად.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის მზად, კომპრომისზე წავიდეს შემდგომ გაფართოებასა და აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის ინფრასტრუქტურის განლაგების თაობაზე.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, "ჩრდილოეთის ნაკადის 2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ გამორიცხა.
"შეერთებული შტატები და გერმანია შეთანხმდნენ ამ კუთხით სამოქმედო გეგმაზე", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისივე განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება მოიცავს პირობას, რომლის თანახმადაც უკრაინა უნდა დარჩეს რუსული გაზის ევროპაში მიწოდებისთვის ტრანზიტულ ქვეყნად.
შეგახსენებთ, 12 იანვარს, ბრიუსელში, 2019 წლის შემდეგ პირველად, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. ოთხსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა ხელშესახებ პროგრესი ვერ მიაღწიეს.
შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ალიანსის კარი კვლავ ღია იქნება ახალი წევრებისთვის და რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვს.
მოსკოვმა ამ და გასულ კვირას ჟენევასა და ვენაში გამართულ შეხვედრებს "წარუმატებელი" უწოდა, რითაც გაზარდა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის რისკი.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა