გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში
საქართველო, თბილისი - 18:54 | 18.01.2022 ნანახია: 416გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს უკრაინის მიმართ აგრესიისგან და დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა საერთო წესების დაცვისა, მაშინაც კი თუ ეს მაღალ ეკონომიკურ ფასს მოითხოვს“, - განაცხადა ბერბოკმა 18 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციაზე. „უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული ყოველგვარი აშაკარა მიზეზის გარეშე... ეს რთულია არ განიხილო, როგორც მუქარა“, - განაცხადა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხში არსებობს სერიოზული პრინციპული უთანხმოება რუსეთის ხელისუფლებასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მზად არის შეთანხმებისთვის, რომელმაც ყველას უსაფრთხოება უნდა მოუტანოს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია სწრაფად აღდგეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები „ნორმანდიულ ფორმატში“.
ლავროვმა თავის მხრივ, უკრაინა კვლავ დაადანაშაულა მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა ახალი შეხვედრის ვადები, არამედ მისი შინაარსი. ამიტომ მისი თქმით, მოსკოვი ჯერ ვერ ხედავს შეხვედრის აუცილებლობას.
რაც შეეხება, უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს, ბერბოკმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის ურთიერთშეთანხმებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც ევროპაში ყველას უდიდეს უსაფრთხოებას მოუტანს“. მან გასულ კვირას გამართულ მოლაპარაკებებს ნატო-რუსეთის საბჭოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უწოდა. ამასთან, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უალტერნატივოა მოსკოვისა და ბერლინის სტაბილური ურთიერთობა, რომლის განვითარებაზეც გერმანიის ახალი მთავრობა მუშაობას გეგმავს.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა