ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 18.01.2022
ნანახია: 432

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეცოლას კანდიდატურამ 458 ხმა მოიპოვა.

რობერტა მეცოლასთან ერთად, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ - ესპანელი სირა რეგო (მემარცხენე), პოლონელი კოსმა ზლოტოვსკი (კონსერვატორები), შვედი ალისა ბახ კუჰნკე (მწვანეები).

რობერტა მეცოლა 2013 წლიდან არის ევროპარლამენტარი და 2020 წლიდან პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროკავშირის საკანონმდებლო ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დევიდ სასოლი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე