New York Times: რუსეთს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახები გაჰყავს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 18.01.2022
ნანახია: 381

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო.

გამოცემა უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 5 იანვარს უკრაინმა 18-მა ადამიანმა, ძირითადად დიპლომატების ცოლებმა და შვილებმა დატოვეს. მათივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, კიევი და ლვოვი დატოვა კიდევ 30-მა ადამიანმა.

New York Times-ი იუწყება, რომ დიპლომატების ოჯახების გაყვანის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ შეერთებული შტატები და უკრაინა. ვაშინგტონი და კიევი ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა თავდასხმისთვის მზადებას მოასწავებდეს ან იყოს რუსეთის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. რუსულ სააგენტო "ინტერფაქსისთვის" მიცემულ კომენტარში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კიევში რუსეთის საელჩო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად, აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციულ ოპერაციას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე