ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა

საქართველო, თბილისი - 18:36 | 17.01.2022
ნანახია: 324

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის გენერალური შტაბი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ფხენიანის აეროპორტის ტერიტორიიდან, ორშაბათს, 17 იანვარს გაუშვეს, სავარაუდოდ ბალისტიკური ორი ახლო მანძილის რაკეტა. რაკეტები მიმართული იყო ზღვისკენ, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთისკენ. მათ 380 კმ იფრინეს. ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ 42 კმ შეადგინა.

იაპონიის სანაპირო დაცვამ ჩრდილოeთ კორეის რაკეტების მორიგი გამოცდა დაადასტურა. ეს წლის დასაწყისიდან უკვე მეოთხე შემთხვევაა. 14 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ ორი მართვადი რაკეტა გაუშვა, 5 და 11 იანვარს კი კიდევ გამოსცადა ჰიპერბგერითი რაკეტები. აღნიშნული რაკეტები ავითარებენ ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტ სიჩქარეს და შეუძლიათ ფერნის დროს მანევრირება. მათი აღმოჩენა და დაჭერა ანტისაჰაერო თვადცვის ჩვეულებრივ საშუალებებს არ შეუძლიათ.

შეერთებულმა შტატებმა 12 იანვარს სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პასუხს აგებენ ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისთვის მასალების მიწოდებაზე. ჩრდილოეთ კორეა უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შემუშავებისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე