საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები ყოველთვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საქართველო, თბილისი - 15:10 | 17.01.2022
ნანახია: 401

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები ყოველთვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, 60 წელს გადაცილებული ადამიანების 90 პროცენტი უკვე აიცრა ან ვაქცინაციაზე ჯავშანი გააკეთა. მათი ცნობით, პოტენციურად დაახლოებით 300 000 ადამიანი დაჯარიმდება.

ამასთან, სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებიათ, საქმიანობის უფლება დროებით შეჩერებული აქვთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან აცრაზე, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.

ბოლო 24 საათში, საბერძნეთში კოვიდს 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე