პანდემიის დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება გაორმაგდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 17.01.2022
ნანახია: 431

მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა კორონავირუსის პანდემიის დროს - 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე თავისი ქონება 700 მილიარდიდან 1,5 ტრლნ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთიანება Oxfam-ის ანგარიშში, რომელიც ბერლინში, 17 იანვარს გამოქვეყნდა.

Oxfam-ის მონაცემებით, პლანეტის 55 ათასმა უმდიდრესმა ადამიანმა 2019-2021 წლებში თავისი ქონება 14 პროცენტით გაზარდა. შედარებისთვის, ამ პერიოდში მსოფლიო სიმდიდრე 1 პროცენტით გაიზარდა. „ყველაზე მდიდრებსა და დანარჩენ კაცობრიობას შორის უფსკრული დრამატულად გაფართოვდა“, - აღნიშავენ ანგარიშის ავტორები.

კორონავირუსის პანდემიამდე პლანეტის მოსახლეობის ნახევარი - 3,2 მლრდ ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს. დღეისათვის ეს მაჩვენებლი 160 მილიონით გაიზარდა. რადგან ნაკლებად უზრუნველყოფილ ქვეყნებში ეკონომიკა ჯერ კიდევ აღდგენილი არ არის პანდემიის შედეგების გამო, ყველაზე მეტად შემოსავლის დაკარგვით დაზარალდა ღარიბი მოსახლეობის 20 პროცენტი.

„მილიარდერებისთვის პანდემია ოქროს ციებ-ცხელება გახდა, მთავრობებმა ეკონომიკაში მილიარდები ჩადეს, თუმცა დიდი ნაწილი {ამ ფულის} დარჩა იმ ადამიანებს, რომლებიც მოგებას იღებენ აქციების კურსისგან“, - ამბობს Oxfam-ის რეფერენტი მანუელ შმიტი.

ამასთან, ექსპერტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გოგონებისა და ქალების მდგომარეობის გაუარესება. მსოფლიში ორის წლის წინ არსებულ პერიოდთან შედარებით ქალების რაოდენობა, რომლებიც შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას იღებდნენ, 13 მილიონით შემცირდა. ამავდროულად გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც არაანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ - მაგალითად, ოჯახის წევრების მოვლისთვის.

ამასთან, გერმანიაში გაძლიერდა ტენდენცია „სიმდიდრის ძალიან ძლიერი კოცენტრაციის“ {მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელში}. თუ პანდემიამდე ქვეყნის ათი უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება 125 მლრდ ევროდ იყო შეფასებული, დღეს ის 223 მლრდ ევროს შეადგენს, - აღნიშნავენ Oxfam-ში. ორგანიზაციის მონაცემებით, გერმანიაში ღარიბი ადამიანების წილი ქვეყნის მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენს. ეს 13 მლნ ადამიანია, რაც ექსპერტების თქმით, რეკორდული მაჩვენებელია.

Oxfam-ი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს კონცერნებისა და უმდიდრესი ადამიანებისთვის დააწესონ მაღალი გადასახადები, მიღებული ფინანსური სახსრები კი მიმართონ სოციალური მომსახურების განვითარებისაკენ. ამის გარდა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სამართლიანად გადანაწილდეს მსოფლიოში და მათი გამოყენების შესაძლებლობა ყველას თანაბრად ჰქონდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე