უკრაინული ენა ეროვნული და რეგიონული მედიისთვის სავალდებულო გახდა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 16.01.2022
ნანახია: 540

უკრაინაში 16 იანვრიდან ძალაში შედის კანონი ენის შესახებ, რომელიც ეროვნულ და რეგონულ ბეჭდურ მედიას ავალდებულებს თავიანთ გამოცემებში უკრინული ენის გამოყენებას.

რუსულ ენაზე თავიანთი პროდუქციის გამოშვება გამოცემების ხელმძღვანელებს არ ეკრძალებათ, თუმცა ისინი ვალდებული არიან პროდუქცია იგივე ტირაჟით გამოსცენ უკრაინულ ენაზეც.

ანალოგიური მოთხოვნა ადგილობრივი მედიასაშულებებისთვის ძალაში 2024 წლის 16 ივლისიდან შევა ძალაში. ამასთან, ეს მოთხოვნა არ გავრცელდება ბეჭდურ მედიაზე, რომელიც გამოიცემა უკრაინის მკვიდრ ხალხთა ენებზე, ასევე ინგლისურ და ევროკავშირის სხვა ოფიციალურ ენებზე.

ამის გარდა, 2022 წლის 16 ივლისს სავალდებულო გახდება უკრაინული ენის გამოყენება კომპიუტერული პროგრამების ინტერფეისებში, ასევე ოფიციალრ ვებგვერდებზე და სოციალური ქსელების გვერდებზე. როგორც სააგენტო dpa იუწყება,  უკრაინაში ბოლო რუსულენოვანი გაზეთი „ვესტი“ უკრაინულ ენაზე 10 იანვრიდან გადავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე