ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო ცენტრში დააბრუნა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 15.01.2022
ნანახია: 317

მსოფლიოს პირველ ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ხელისუფლებამ დააბრუნა საიმიგრაციო ცენტრში, სადაც დეპორტაციის მომლოდინე მიგრანტებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ანთავსებენ. იუწყება Associated Press-ი.

ავსტრალიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება, ჯოკოვიჩისთვის ვიზის მეორედ გაუქმების თაობაზე.

ჩოგბურთელის იურიდიულმა გუნდმა მიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქმეს ახლა ავსტრალიის უმაღლესი სასამართლო განიხილავს.

სასამართლოში მოსმენა დაინიშნა კვირას, 16 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის გახსნის წინა დღეს.

შეგასხენებთ, 5 იანვარს, მელბურნში ჩასულ ნოკავ ჯოკოვიჩს ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო. სასაზღვრო სამსახურმა ჯოკოვიჩის ვიზის ანულირება მოახდინა და საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანა.

8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 10 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის მოთხოვნა და გააუქმა სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება.

ტურნირი Australian Open-ი 17-30 იანვარს იმართება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტურნირი სერბი ჩოგბურთელისთვის დიდი შანსია გამარჯვებების რაოდენობით აჯობოს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს თავი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მისი თქმით, აცრის გაკეთება ან მასზე უარის თქმა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი შეურჩიეს - Novax ("არა-ვაქც").




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე