პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო მფარველობა ჩამოერთვა

საქართველო, თბილისი - 14:23 | 14.01.2022
ნანახია: 389

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ვაჟს, იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუს ჩამოერთვა ყველა სამხედრო წოდება და სამეფო მფარველობის გარეშე დარჩა. იუწყება ბრიტანული მედია სამეფო კარის განცხადებაზე დაყრდნობით.

ბუკინგმების სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"დედოფლის თანხმობით, იორკის ჰერცოგის ყველა სამხედრო წოდება და სამეფო მფარველობა მონქარს დაუბრუნდა. იორკის ჰერცოგი აღარ გააგრძელებს სამეფო ოჯახის წევრის საზოგადოებრივ მოვალეობებს და საქმეში, რომელიც მის წინააღდეგ მიმდინარეობს, თავს დაიცავს, როგორც კერძო პირი".

მედიის ინფორმაციით, პრინც ენდრიუს ასევე ჩამოერთვა ტიტულის "მისი სამეფო უმაღლესობის" (HRH – His Royal Highness) ტარების უფლება.

"მისი ყველა მოვალეობა, რომელსაც ის სამეფო ოჯახის წევრის რანგში ასრულებდა, გადანაწილდება ოჯახის სხვა წევრებზე და მას აღარ დაუბრუნდება", - აცხადებს სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ენდრიუ სექსუალური ძალადობისა და პედოფილიის საქმეზე ამერიკის სასამართლოს წინაშე წარდგება. მისმა ადვოკატებმა ვერ მოახერხეს ამერიკული სასამართლოს დარწმუნება, რომ პრინცის წინააღდმდეგ საქმის მსვლელობა შეეწყვიტა.

აშშ-ის მოქალაქე ვირჯინია ჯუფრე აცხადებს, რომ 17 წლის იყო, როდესაც სამჯერ აიძულეს ჰერცოგთან სექსით დაკავებულიყო. ჰერცოგი ბრალდებებს უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე