ბალტიის ქვეყნები ნატო-ს, მათ ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტის გაზრდას სთხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:16 | 13.01.2022
ნანახია: 390

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კონტიგენტის გაფართოების თხოვნით მიმართეს. როგორც სააგენტო Reuters-ს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განუცხადა, ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მას მოლაპარაკებების დეტალებზეა არ უსაუბრია, თუმცა ბალტიის ქვეყებში ნატო-ს დამატებითი ძალების შესაძლო გადასროლას რუსეთის შეკავების ღონისძიება უწოდა.

ალიანსის ეთი-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით კი, ბალტიის სახელმწიფოების თხოვნა შესაძლოა ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ბოლო თვეებში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წლის ზაფხულში რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშიობს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას  არ აპირებს და „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს, მათ შორის მოითხოვს , რომ ნატო-მ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანახმაა რუსეთთან დიალოგზე, თუმცა საბაზისო პრინციების დათმობას არ აპირებს. როგორც ნატო-ს გენერალურიმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ალიანმა, შესაძლოა დამატებითი ძალები გაუგზავნოს აღმოსავლეთ მოკავშირეებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამასათან, შშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო უარს არ იტყვის ღია კარის პოლიტიკაზე. ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე