თუ ნატო-ს სურს მოსკოვთან თანამშრომლობა, რუსეთის სამშვიდობო როლი უნდა აღიაროს - გრუშკო
საქართველო, თბილისი - 22:25 | 12.01.2022 ნანახია: 351რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნატო-ს ქვეყნებს სურთ მოსკოვთან თანამშრომლობა, უნდა აღიარონ რუსეთის სამშვიდობო როლი.
მისი თქმით, ნატო-ს მთელი ისტორია, ფაქტობრივად, ომის, ინტერვენციის ისტრორიაა, რომელიც კვალს ტოვებს დანგრეული სახელმწიფოებისა და მილიონობით ლტოლვილების სახით. მისი თქმით, რუსეთმა შეაჩერა ომი მთიან ყარაბაღში, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსადა დნესტრისპირეთში.
„თუ ნატო-ს ქვეყნებს რეალურად სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, უნდა აღიარონ რუსეთის ეს მნიშვნელოვანი როლი, იმ ქვეყნის, რომელიც უზარმაზარ ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის გარანტია და შეაქვს კრიტიკული წვლილი მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა გრუშკომ პრესკონფერენციაზე.
ცოტა ხნის წინ ბრიუსელში დასრულდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელიც 2019 წლის შემდეგ არ გამართულა. რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობდა. რუსეთს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა