სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი მოამზადეს

საქართველო, თბილისი - 19:54 | 12.01.2022
ნანახია: 549

მკაცრი სანქციები დაუწესდებათ რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს, ასევე რუსეთის ფედერაციის საბანკო სტრუქტურებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს დაიწყებს. ამის შესახებ დემოკრატმა სენატორებმა განაცხადეს, ახალ საკანონმდებლო აქტის შესახებ საუბრისას, რომელიც კონგრესის უმაღლესმა პალატამ მოამზადა.

დემოკრატების მიერ მომზადებული ინიციატივის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Washington Post ავრცელებს.

სანქციების გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს ნაბიჯებს უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ და აშშ-ს მოუწოდებს „განიხილოს ყველა დასაშვები და  შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, როგორც რუსეთის ბოროტი გავლენის ინსტრუმენტი არ ამოქმედდება“.

Washington Post-ის თანახმად, დემოკრატების თითქმის ორმა ათეულმა, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა უკვე დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა შეიმუშავა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ თეთრი სახლი მხარს დაუჭერს მენენდესის კანონპროექტს, რომელიც „გამოიწვევს სერიოზულ ზიანს რუსერთის ეკონიმიკისთვის“ თუ რუსეთი უკრაინაში  შეიჭრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე