ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპრაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 12.01.2022
ნანახია: 313

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპრაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა, რომ არცერთი დისკუსია უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე არ წარიმართება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ინფორმაციაშ ასევე აღნიშნულია, რომ ბლინკენმა და კულებამ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის შიგნით და მის საზღრვებთან რუსული სამხედრო კონტიგენტის ზრდასთან დაკავშირებით, ასდევე განიხილეს ჟენევაში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები და შემდგომი ნაბიჯები ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის წინ, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 12 იანვარს არის დაგეგმილი, სადაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე