რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო წვრთნები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 21:31 | 11.01.2022
ნანახია: 408

რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან განლაგებულ პოლიგონებზე წვრთნები დაიწყეს, კონკრეტულად, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს სამი ათასამდე სამხედრო, სულ სწავლებაში ჩართული იქნება 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაზე თადასხმას გეგმავს.

10 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ვენდი შერმანთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

ამასთან, აშშ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საპასუხო ღონისძიებებისთვის ემზადება და მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე