მთავრობა უნარების სააგენტოს ქმნის

საქართველო, თბილისი - 15:01 | 21.02.2021
ნანახია: 509

საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა - უნარების სააგენტო. განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ჩხენკელის თქმით, ამ სააგენტოს შექმნით პროფესიული განათლების განვითარების ახალი ერა დაიწყება.

"2021 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლება გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს. საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე