იტალიაში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 04.12.2017
ნანახია: 835

4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში.

ეპიცენტრი დაფიქსირდა ქალაქ ამატრიჩესთან ახლოს, რომელიც 2016 წლის 24 აგვისტოს მიწისძვრამ ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურა.

მწისძვრამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებიც გასულ წელს უსახლკაროდ დარჩნენ და დღეს დროებით საცხოვრებელ კომპლექსებში ცხოვრობენ.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შარშან სტიქიურ უბედურებას 299 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე ასობით დაიჭრა. 4 500-ზე მეტმა კი სახლ-კარი დაკარგა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე