51-ე სკოლასთან ,,სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:14 | 03.12.2017
ნანახია: 1219

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს, 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართება. 

,,ვიკრიბებით კვირას, 18:00 საათზე, 51-ე სკოლის წინ, იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლთა ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ.
გთხოვთ, მოიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ", - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, მათივე ცნობით, კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე