3 დეკემბერს მსოფლიოში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველო, თბილისი - 11:31 | 03.12.2017 ნანახია: 1151საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა „ცვლილებები მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“. მისი სულისკვეთებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უშუალო მონაწილეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვას და ყველასათვის მოქნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები. პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა