გეი რომ ვყოფილიყავი და ქორწილი მქონოდა, მეც ჩოხის ჩაცმა მომინდებოდა - გია ნოდია

საქართველო, თბილისი - 21:13 | 02.12.2017
ნანახია: 2140

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ჩოხაში გამოწყობილ გეი-წყვილის ქორწინებას ეხება:

,,ჩოხიანმა ჰომო-ქორწილმა მაფიქრებინა: გეი რომ ვყოფილიყავი და თან ოფიციალური ქორწილი მქონოდა, მეც ალბათ ჩოხის ჩაცმა მომინდებოდა. მაგრამ რა ვქნა: რაკი მოსაწყენი და ბანალური ჰეტერო ვარ, ორივე ჩემს ქორწილში მოსაწყენი და ბანალური კოსტუმით გამოვცხადდი.

მინდა საიდუმლოდ ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ძალიან გააბრაზა ჩოხიანი სიძე-სიძის ხილვამ: ამ ხალხმა ჩოხა სწორედ იმისთვის ჩაიცვა, რომ თქვენ ამაზე ავარდინილიყავით და მერე იმათ თქვენს ავარდნაზე ეკაიფათ. ხოდა, თუ არ გინდათ, რომ „პიდარასტების“ ჭკუაზე იაროთ, გირჩევნიათ ჩუმად დაიბოღმოთ ან, თუ მაინცდამიანც, დახურულ ჯგუფებში გამოხატოთ აღშფოთება,"- წერს პოლიტოლოგი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე