ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 02.12.2017
ნანახია: 1246

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი თბილიში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

„გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ 2 390 313, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის პირველი სართული. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“, – ნათქვამია ჰემატოლოგიის ინსტიტუტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე