უკრაინის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს არასდროს დაუბრუნდება - ფილარეტი

საქართველო, თბილისი - 18:14 | 01.12.2017
ნანახია: 2027

უკრაინის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს არასდროს დაუბრუნდება, ამის შესახებ უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა ფილარეტ დენისენკომ განაცხადა.

„ეს არასდროს მოხდება, რადგანაც ჩვენ, უკრაინელებს, ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. თუ ღმერთმა დამოუკიდებელი სახელმწიფო მოგვცა, მასში დამოუკიდებელი ეკლესია უნდა იყოს. ჩვენთვის აქსიომა ეკლესიის სრული ავტოკეფალიაა. ამისთვის ბრძოლა 25 წელია, გრძელდება, მაგრამ როგორც ირკვევა, რუსეთის საპატრიარქოში დაბრუნებაზე ჩვენთან ისევ სურთ საუბარი. მინდა ვუთხრა რუსეთის საპატრიარქოს: როგორც მათ აქვთ დამოუკიდებელი ეკლესია, ისე გვსურს ჩვენც ჩვენი ავტოკეფალური ეკლესია. ამიტომ, დაბრუნება არ იქნება,“-აღნიშნა ფილარეტმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე