პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 01.12.2017
ნანახია: 881

პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.

მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსბულ შვიდივე გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა.

უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ  ასეთი 18 ობიექტი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე