საკუთარ თავზე დაქორწინებულმა ქალმა ღალატი აღიარა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:16 | 01.12.2017
ნანახია: 3374

ბრიტანელმა სოფი ტენერმა, რომელმაც ორი წლის წინ საკუთარ თავზე იქორწინა, ღალატი აღიარა. გადაცემა This Morning-ში მან განაცხადა, რომ რომანი გააბა ვინმე რუარი ბარეტთან, რომელიც მანამდე პოლიგამური ურთიერთობის მომხრე იყო.

მათი ურთიერთობა ხუთ თვეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბარეტმა ტენერის მაგალითს მიბაძა და თვითონაც საკუთარ თავზე დაქორწინდა. ტენერი თავის თავთან განქორწინებას არ აპირებს, რადგან დაიფიცა, რომ სიკვდილამდე ერთგული იქნებოდა.

ტენერის ქორწილი 2015 წლის მაისში რამდენიმე ათეული სტუმრის თანდასწრებით გაიმართა. შემდეგ კი ის საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე