ბრედ პიტმა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 01.12.2017
ნანახია: 1411

ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა.

იმის მიუხედავად, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინება დღემდე ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა, რაც მათი შერიგების შესახებ ჭორების გავრცელების საბაბს იძლევა, მსახიობი ანჯელინასთან განშორებას ყველაზე ბრიყვულ და გამოუსწორებელ შეცდომად მაინც არ მიიჩნევს.  

როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად ბრედ პიტი იმას ნანობს, რომ თავის პირველ ცოლს მსახიობ ჯენიფერ ენისტონს გაშორდა.

თვად ენისტონმა პიტთან  შესაძლო დაახლოების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ ყოფილი ქმრის მსგავსი გულახდილობა მას არ ახარებს.

მსახიობმა განაცხადა, რომ ბედნიერია მსახიობ ჯასტინ ტერუსთან ქორწინებით და პიტი არასდროს ახსენდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე