პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალურ ღონისძიებას პირველად დაესწრებიან

საქართველო, თბილისი - 16:27 | 01.12.2017
ნანახია: 1858

პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი ერთად დღეს პირველად მიიღებენ მონაწილეობას ნოთინჰემში ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ნოთინჰემში ისინი დაესწრებიან თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას, სადაც გაიმართება საქველმოქმედო ბაზრობა.

შემდეგ პრინცი ჰარი და მარკლი გაემგზავრებიან ნოთინჰემის აკადემიაში, სადაც შეხვდებიან ახლაგაზრდობის მხარდამჭერ სოციალური პროგრამის ორგანიზატორებს.

ნოთინჰემში გამგზავრება პრინც ჰარისა და მარკლისთვის პირველი იქნება ექვსთვიანი ტურის ფარგლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე