რატომ ჩამოიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ ძებნილი ჩატაევი უკრაინიდან - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 01.12.2017
ნანახია: 1951

,,როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა, მე ციხეში ვიყავი“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ახმედ ჩატაევის ქართული ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა,

გოგიჩაიშვილის განცხადებით მას კითხვები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან აქვს.

,,რატომ ჩამოიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე საქართველოში ძებნილი ჩატაევი უკრაინიდან. ეს კითხვა დაუსვით მაშინ, ვინც იყო გენერალური პროკურორი. როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა, მე ციხეში ვიყავი,“ - განაცხადა დეპუტატმა. 

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ცნობით, მან თავი აიფეთქა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე