ნავის დაღუპვის შედეგად 30-მდე მიგრანტი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 01.12.2017
ნანახია: 895

სულ მცირე 28 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მაროკოს სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად.

გაეროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, ნავზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ექვსის გადარჩენა მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ჩრდილოეთ აფრიკიდან ესპანეთის მიმართულებით წელს 174 ადამიანი დაიღუპა, რაც 53-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ამასთან 29 ნოემბრის მონაცემებით, ესპანეთში უკვე 19 600 მიგრანტი ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე