ავტობუსის მგზავრი აყროლებული წინდების გამო დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 01.12.2017
ნანახია: 1636

ინდოელმა პოლიციელებმა ავტობუსის მგზავრი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. მამაკაცი მგზავრებს ეჩხუბებოდა და უარს ამბობდა გადაეყარა თავისი უსიამოვნო სუნის წინდები.

27 წლის პრაკაშ კუმარი ავტობუსით დელიდან დარმსალუში მიემგზავრებოდა.  

გზად კუმარმა გადაწყვიტა ფეხსაცმელები და წინდები გაეხადა. მგზავრებმა, რომლებმაც ცუდი სუნი ვერ აიტანეს, კუმარს სთხოვეს წინდები ჩანთაში შეენახა ან გადაეყარა.

ახალგაზრდა მამაკაცმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მგზავრებთან დაპირისპირება მოუხდა.

მგზავრებმა მძღოლს პოლიციის განყოფილებასთან ავტობუსის გაჩერება სთხოვეს. პოლიციელებმა კუმარი განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის გირაოთი გაათავისუფლეს.

გარკვეული დროის შემდეგ კუმარმა ავტობუსის მგზავრებს უჩივლა და განაცხადა, რომ მის წინდებს ნორმალური სუნი ჰქონდა და მგზავრები უმიზეზოდ წაეჩხუბნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე