იაპონიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:20 | 01.12.2017
ნანახია: 915

იაპონიის ქალაქ ფუძიში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაშავდა. დაშავებულთაგან სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქარხნის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების ევაკუირება განხორციელდა.

მედიის ცნობით, ქარხანა, რომელიც სამრეწველო კომპანია Arakawa Chemical Industries-ს ეკუთვნის, აწარმოებს ქიმიკატებს ქაღალდისათვის და ფისს და საბეჭდი საღებავებისთვის.

სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქების მიზეზების გამოძიება დაიწყეს.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე